სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა

      საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული .. გამოავლინეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ .- მიმდინარე წლის 22 ივნისს თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გ.ქ-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა.

გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.