საზოგადოება
გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების გამოჩენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტი მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებებს შეიტანს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები ივლისის პირველ კვირაში მოხდება, რის შემდეგაც უკვე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარუდგენს.

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არ არის“: მთავრობის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგად ეფექტიანი და რაციონალური სამთავრობო სტრუქტურა... ის მაქსიმალურად მობილური, მოქნილი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივნის ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე, აქ არ არის საუბარი რაიმე რგოლის დამატებაზესაუბარი არის იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. თუ განხორციელდება, ამაზე იმსჯელებს გუნდი, - განაცხადა კობახიძემ.

საქინფორმი: გასულ შაბათს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა არსებული 14-ის ნაცვლად 10 სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დატოვება, რომელ პოსტზეც, როგორც ჩანს, ქეთევან ციხელაშვილი დარჩება.