საზოგადოება
კიკაბიძე სკანდალურ განცხადებას განმარტავს

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. პოპულარულმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ რადიოსადგურ Говорит Москва-სთან ინტერვიუში განმარტა თავისი სიტყვები საბჭოთა კავშირის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე კიკაბიძემ გერმანულ მასმედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გაუხარდა. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ იტანდა სსრკ-ის გერბს, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეტი სულიერება იყო, ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ მასმედიის ბევრმა საშუალებამ დაწერა, რომ კიკაბიძე „ვერ იტანს" საბჭოთა კავშირს.

სიძულვილი არა სსრკ-ის მიმართ. საერთოდ, ეს ძალიან ცუდი სიტყვაა. მე არ მომწონდა საბჭოთა კავშირის გერბი. ეს ყველაზე უნიჭო ნაწარმოებია, რომელიც ტილოზე ასახულა", — განაცხადა მსახიობმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ სურდა, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანები ნეგატიურად მოეხსენებინა, რადგანისინი არაფერ შუაში არიან".

მსახიობის არაერთმნიშვნელოვან განცხადებაზე კომენტარები რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში გააკეთეს. სენატორმა ალექსეი პუშკოვმა Twitter-ში დაწერა, რომ მსახიობი "ის, ვინც არის" მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამსახურებით არის.

ფრანც კლინცევიჩმა აღნიშნა, რომ რუსებს კიკაბიძე უყვარდათ და უყვართ მისი შემოქმედების გამო; მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ის ადამიანი უკვე აღარ არის. დღევანდელ კიკაბიძეს ჩვენ არ ვიცნობთ და არც გვინდა ვიცნობდეთ, ილაპარაკოს, რაც სურს", — თქვა მან.

რეჟისორმა ვლადიმირ ბორტკომ კიკაბიძის განცხადებას "უცნაური, დაუფიქრებელი და გასაკვირი" უწოდა და დასძინა, რომ კიკაბიძემ სახელი სწორედ საბჭოთა კავშირში მოიხვეჭა და არა საქართველოში.

რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ ის, ვისაც უხარია საბჭოთა კავშირის დაშლა, მიუტევებელ შეცდომას" სჩადის სინდისთან და მომავალ თაობასთან მიმართებით.

რუსეთის სახალხო არტისტმა, პაროდისტმა ვლადიმირ ვინოკურმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება.

ვახტანგ კიკაბიძე არის ადამიანი, რომელთანაც მრავალი წელი ვმეგობრობდი. ახლა იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. ის შესანიშნავი მსახიობი, მუსიკოსი, მომღერალია. ეს მისი სუბიექტური აზრია. ამაზე უნდა იფიქრონ საზოგადო მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმამის განხილვას ან განსჯას მე არ ვაპირებ. ჰქონდეს მას თავისი აზრი. ჩვენ ჩვენი მოსაზრება გვაქვს", — განაცხადა ვინოკურმა.