აქტუალური
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა უკრაინა-საქართველო-ნატოს ფორმატში სამიტის ჩატარების შესახებ განაცხადა

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. "დღეის მდგომარეობით დაგეგმილია, რომ იქნება უკრაინა-საქართველო-ნატოს ერთობლივი სხდომა. რატომ გადაწყდა ასე? იმიტომ არა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ფორმატის არჩევა. რადგან ნატოს სამიტი... უკვე იმდენადგაჭედილია“, რომ სრულმასშტაბიანი ფორმატით ჩასატარებლად ეს ჩვენს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად უნდა გავაკეთოთ“, - აუწყა კლიმკინმა ჟურნალისტებს გასულ შაბათს.

პავ კლიმკინმა უკრაინისა და საქართველოს ერთობლივი მისწრაფებები აღნიშნა: ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიზანი - მივაღწიოთ ნატოს წევრობას. ვახორციელებთ რეფორმებს... ამიტომ შეგვიძლია, ვილაპრაკოთ საერთო გზაზე და საერთო მიზნებზე. გარდა ამისა, არსებობს შავი ზღვის უსაფრთხოების დამატებითი ასპექტი, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ“, - განმარტა მან.