აქტუალური
საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა (ვიდეო)

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა ნდობა გამოუცხადა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგ წავიდა (ვიდეო იხ. აქ).

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ჩერქეზიშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

ფინანსთა მინისტრი – ნიკოლოზ გაგუა;

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება მცირე მთავრობის კონცეფცია. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხელახლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.