უცხოეთი
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი ივლისში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. როგროც Armtimes-ი სომხეთის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ფაშინიანი 11-12 ივლისს ბელგიაში ჩავა.

„სომხეთის პრემიერის მონაწილეობა ნატო-ს სამიტში მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, ერევანი ნატო-ს პარტნიორად და სანდო მოკავშირედ მიიჩნევს“, – წერს სომხური გამოცემა.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას არ აპირებს და სომხეთი ყველა საერთაშორისო შეთანხმებას შეასრულებს.

1tv.ge