პუბლიკაციები
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ღონისძიებები

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის" ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისმცირე დარბაზში, 15 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, ბატონი არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიებაგაიმართა. ბატონი არქიფო 100 წლის გახდა.

ღონისძიებას დაესწრნენ და იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმადა ბატონ არქიფოს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ვეტერანებისსაქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საბურთალოს რაიონის სამმართველოს წარმომადგენლი.

არქიფო ნამგალაძე ფრონტზე ომის დაწყებისთანავე 21 წლის ასაკში წავიდა. იბრძოდა ქერჩში და დღემდე კარგად ახსოვს ბრძოლისმოვლენები. იყო მეტყვიამფრქვევე. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონარქიფო ნამგალაძეს.

ტურნირი ჯომარდობაში

ბორჯომში, სოფელ ჩითახევში, პირველ ადაპტირებულ საველე ბანაკში, ახალგაზრდული მედია კავშირის ორგანიზებით, პროექტის ‘აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ფარგლებში, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი გაიმართა საქართველოს პირველობაზე, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ აფხაზეთის მთავრობის, ასევე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 100-ზე მეტი შშმ პირით და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრებოდნენ.

საჯომარდო ნავების ადაპტირებისთვის უნივერსალური კონსტრუქციები კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით, თავად შშმ პირებმა შექმნეს, რომელთა დახმარებითაც სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ასპარეზობა შეუძლიათ, როგორც ტოტალურად უსინათლო, ასევე, ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ შშმ პირებს.

ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატი 2012 წლიდან იმართება და სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. პროექტის განხორციელება ემსახურება გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30- მუხლის იმპლემენტაციას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’ახალგაზრდულ მედია კავშირს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა.

~თვალის უფასო გამოკვლევები თერჯოლელი ვეტერანებისათვის
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 21 ივნისს, თერჯოლის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს,სულ 120-მდე ბენეფიციარს, ჩიჩუების თვალის კლინიკის ექიმებმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარეს თვალის გამოკვლევები.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დებუტატი, ავიაციის თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბონდო სოფრომაძე თანამშრომლებთან ერთად და თერჯოლის საკრებულოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ავთანდილ ჩუბინიძე.