პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდება

klintoni_vashadzeსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამერიკელ კოლეგას, ჰილარი კლინტონს ვაშინგტონში შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 17-18 თებერვალს შედგება.

სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის გარდა, ვაშაძე მოლაპარაკებებს გამართავს კონგრესმენებთან. განხილვის მთავარი თემა იქნება ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე გაფორმებული ქარტიის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხორციელება.