აქტუალური
აშშ ცდილობს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ხელით დახუროს

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. 27 ივნისს აშშ-ის კონგრესში საგარეო პოლიტიკის საბჭოს ძალებით გაიმართება სამუშაო სადილი, სადაც განხილვის მთავარი თემა იქნება ეგრეთ წოდებული რუსული საფრთხე ანუ ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სგან მომავალი საფრთხე. სამუშაო სადილის მსვლელობისას მოხსენებებს წაიკითხავენ უკრაინის წარმომადგენლებიც - კერძოდ, უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ანდრეი პარუბი. გარდა ამისა, აზრის გამოსათქმლად მიიწვიეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. აზრი უნდა გამოთქვან ლიტვის სეიმის ხელმძღვანელმა ვიქტორას პრანცკეტისმა და მოლდოვის პარლამენტის წარმომადგენელმა ანდრიანუ კანდუმ.

„ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
(AFPC) სამუშაო სადილს გამართავს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის და კონგრესის წევრებისთვის, რომლის მსვლელობისას შედგება უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს, მოლდოვის და ლიტვის პარლამენტების ხელმძღვანელების გამოსვლები, აგრეთვე მათი მოხსენებების განხილვა“, - წერს RT მოწვევაზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ მომხსენებლები „იმსჯელებენ უსაფრთხოების სფეროში არსებულ რთულ სიტუაციაზე, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ფედერაციის მიერ ხანგრძლივად გატარებული აგრესიული პოლიტიკის შედეგად შეიქმნა“.