აქტუალური
დონალდ ტრამპმა არალეგალური მიგრანტებისთვის მცირეწლოვანი შვილების წართმევა გადაიფიქრა

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელშიც პირობას დებს, რომ არალეგალური მიგრანტების ოჯახები ბავშვებთან ერთად საგანგებო საპატიმრო ადგილებში ეყოლებათ. პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკის შეცვლა მშობლებისთვის წართმეული ატირებული ბავშვების კადრების ნახვამ აიძულა. „ლაპარაკია იმაზე, რომ ოჯახები ერთად იყონ, - განაცხადა ტრამპმა ბრძანებულების ხელმოწერისას, - არ მომეწონა, როგორ გამოიყურებიან გაყოფილი ოჯახები“, - დასძინა პრეზიდენტმა, თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ მისი ადმინისტრაცია უწინდებურად მოითხოვს ყველას სისხლის სამართლებრივ დევნას, ვინც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, აშშ-ში მიგრანტების პატარა შვილები სასამართლოში საკუთარ თავს თვითონ წარმოადგენენ. ეს მუდმივად ხდება. სამიგრაციო სკანდალი აშშ-ში: მშობლებს ბავშვებს ართმევენ და გალიებში ჰყავთ.