პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება - მარია ზახაროვა

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ქართულრუსული ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „დოჟდთან" (Дождь) ინტერვიუში.

როდესაც 2012 წელსქართული ოცნების" მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების ღრმა კრიზისიდან გამოყვანით დაინტერესდა, რომელშიც ქვეყანა მიხეილ სააკაშვილმა ჩააყენა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ ამას. დაიწყო ნორმალიზების პროცესი. ამ წლების განმავლობაში ამან ცნობილი პოზიტიური შედეგები მოიტანა", - განაცხადა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ აღდგა და მრავალჯერ გაიზარდა ურთიერთვაჭრობა, განახლდა ავია და სახმელეთო სატრანსპორტო მიმოსვლა, მოიხსნა 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები ვიზების გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, აქტიურად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.

ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი არა მარტო გაჩნდა, არამედ წარმატებითაც განხორციელდა", — მიიჩნევს ზახაროვა.