პოლიტიკა
თურქული მხარე აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

erdogan_saakashvili„ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების რეაბილიტაციისა და საქართველოში თურქული სამლოცველოების, მათ შორის აზიზიეს მეჩეთის აღდგენის, შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისა და რეჯებ-ტაიბ ერდოღანის შეხვედრისას იქნა მიღებული,“ – ეს განცხადება ბათუმში სტუმრად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

ახმედ დავუთოღლუმ დასძინა, რომ თურქეთი საქართველოში მუსლიმანური დანიშნულების სამლოცველოების რეაბილიტაციისთვის მზად არის და, ასევე, ქართულ მხარესთან ერთად იზიარებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების აღდგენის პასუხისმგებლობას. ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრისას საუბარი, ასევე, მარადიდი-მაჭახელას გზის რეაბილიტაციას, რეგიონში არსებულ ბიზნეს გარემოს, ინვესტიციების მოზიდვას და ერთობლივ სამომავლო პროექტებს შეეხო.