საზოგადოება
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ტოტალური თავდაცვის და სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფციები - მამუკა ბახტაძე

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. "ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ტოტალური თავდაცვის კონცეფცია", - ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გააკეთა. ბახტაძის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბების კონცეფცია.

ეს გახლავთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს კიდევ უფრო განმტკიცებული. ვფიქრობ, ჩვენ არ გვაქვს, თუნდაც, პატარა დოზით ათვისებული ის საექსპორტო პოტენციალი, რაც ჩვენ გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და ბუნებრივია, ამ მიმართულებას სჭირდება განმტკიცება და განვითარება“, - განაცხადა ბახტაძემ.