პოლიტიკა
ეკონომიკური მიმართულების ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკური მიმართულების ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მხარი დაუჭირეს.

კომიტეტებმა კენჭისყრა ცალ-ცალკე ჩაატარეს და შედეგები სხდომაზევე გამოაცხადეს. ხმები ასე გადანაწილდა:

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - 11 მომხრე, ერთმა თავი შეიკავა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტირვა მომხრე, ორმა თავი შეიკავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიცხრა მომხრე, ერთი წინააღმდეგი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიშვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტიცხრა მომხრე.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.