საზოგადოება
2 წლის ბავშვი ინტოქსიკაციით იაშვილის კლინიკაში მოათავსეს

iashvili_klinikaგორში 2 წლის ბავშვმა გაურკვეველი რაოდენობის კლოფელინის აბები დალია.

გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსეს, სადაც ექიმებმა მას დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ამჟამად 2 წლის პაციენტი ტოქსიკოლოგიის განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.