სამართალი
შრომითი ხელშეკრულება ონკოლოგიური საავადმყოფოს კიდევ ორ ექიმს შეუწყდება

doctorონკოლოგიური საავადმყოფოს კიდევ ორ ექიმს, რომელთა ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებულია, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ ნარკომომხმარებლობა დაუდასტურდა და მათ საქმეებს ამ დროისთვის შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი სწავლობს. ონკოლოგიური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ნარკოშემოწმების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ონკოლოგიური საავადმყოფოს ორი ექთანი - ხუროშვილი და ოკუჯავა საავადმყოფოდან ნარკოტიკული საშუალების არაკანონიერად გატანის ფაქტზე დააკავეს. ბოლო მონაცემებით, შემოწმება 93 ექიმს ჩაუტარდა, შედეგად ნარკომომხმარებლობა 6-ს დაუდასტურდა, რომლებსაც კლინიკის დირექციამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალის საქმიანობის შესახებ ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს წარმოადგენს. გამოძიება გრძელდება.