საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. „ლევადა ცენტრის“ მკვლევრებმა შეიტყვეს, რა აზრის არიან რუსები სხვა სახელმწიფოებზე. რუსეთისადმი ყველაზე მტრულ ქვეყნად რესპონდენტებმა აშშ დაასახელეს. ამას ხმა მისცა რესპონდენტთა 78%-მა, რაც 9%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. აღინიშნა, აგრეთვე, დაძაბული ურთიერთობა უკრაინასთან (49%), დიდ ბრიტანეთთან (38%), ლატვიასთან (26%) და პოლონეთთან (24%). არამეგობრული ქვეყნების ტოპ-ათეულში შევიდნენ ლიტვა (23%), გერმანია (17%), ესტონეთი (15%) საქართველო და საფრანგეთი (8-8-%).
გამოკითხულთა ნახევარმა რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირედ ბელარუსი დაასახელა. ყველაზე მეგობრული ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ, აგრეთვე, ჩინეთი (40%), ყაზახეთი (32%), სირია (21%) და ინდოეთი (19%). 11%-მა აღნიშნა მეგობრობა სომხეთთან, კუბასთან და უზბეკეთთან.