უცხოეთი
აშშ-ის ყოფილი და მოქმედი პირველი ლედები დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებენ

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი და მოქმედი პირველი ლედები დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებენ.

ლორა ბუშმა „ვაშინგტონ პოსტში“ საავტორო წერილი გამოაქვეყნა. ყოფილი პირველი ლედი ემიგრანტების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ამორალურს და ბოროტს უწოდებს.

მისი შეფასებით, ამერიკის საზღვრის უკანონო გადმოკვეთისას მშობლებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ერთმანეთისგან დაშორება სამარცხვინო საქციელია და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტყვეთა ბანაკებს აგონებს.

ლორა ბუშის შემდეგ საემიგრაციო პოლიტიკა დაგმო მელანია ტრამპმაც. ამერიკის პირველი ლედის შეფასებით, დაუშვებელია ემიგრანტი ბავშვების დაშორება მშობლებისგან. მელანია ტრამპმა კონგრესს მიმართა და საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.

rustavi2.ge