სამართალი
საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულ ქართველებზე ინფორმაციას არ ფლობს

malaysia_court11საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო კალანდაძის განცხადებით, მალაიზიაში დაკავებული ორი ქართველის სასამართლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს და ამისი მიზეზი დასვენების დღეებია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესი 12 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ეს თარიღი შაბათ-კვირას დაემთხვა, რის გამოც საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალური ინფორმაცია არ მოეპოვება.

კალანდაძე ვარაუდობს, რომ რადგან ექსპერტიზის დასკვნა ჯერ წარმოდგენილი არ იყო,სასამართლო არსებით განხილვაზე ვერ გადავიდოდა.

"როგორც ვიცით, არ იყო ექსპერტიზის დასკვნა ამ დროისთვის, ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ 12 თებერვლის პროცესი რომც გამართულიყო, რაიმე შედეგს არ გამოიღებდა, რადგან არსებითი განხილვისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია არ იქნებოდა წარდგენილი. დამატებით ინფორმაციას მოვიპოვებთ და მოგვიანებით მოგაწვდით", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.