აქტუალური
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა:
„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა“.
7 დღის ვადაში მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს.