უცხოეთი
ტრამპის ულტიმატუმი კიმ ჩენ ინს - სანქციების მოხსნისთვის ფხენიანმა ვაშინგტონის 47 პირობა უნდა შეასრულოს

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ვაშინგტონმა ფხენიანს სანქციების მოხსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სინგაპურში გამართული შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიმ ჩენ ინის ხელისუფლებას ოფიციალურად აცნობა, რომ შეზღუდვების გაუქმებისთვის ფხენიანმა 47 პირობა უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები არ მოიხსნება. იაპონელი მინისტრის განცხადებით, ისტორიულ სამიტზე მიღწეული შეთანხმების თანახმად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ფხენიანისგან სრულფასოვან ბირთვულ განიარაღებას ელოდებიან, ეს ტერმინი კი ბირთვული და სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღის, ბირთვული ობიექტებისა და მატარებელი რაკეტების სრულ ლიკვიდაციას გულისხმობს.

rustavi2.ge