საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. სააგენტო საქინფორმის მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავის პოსტზე ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა (აუდიოჩანაწერი მოისმინეთ აქ).
წულუკიანის და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში თბილისის ცენტრში მომიტინგეებმა მოითხოვეს. ამის საფუძველი გახდა ორი მოზარდის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების პირველივე შედეგებით უკმაყოფილება.
„კაცმა რომ თქვას, ეს უსამართლო, თუმცა კი მოცემულ მომენტში იძულებითი ნაბიჯი იქნება ამ აქციებისა და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში დაგროვილი უსამართლობის ჩასაცხრობად. თუკი ამას მთელი მინისტრთა კაბინეტის მასშტაბური ცვლილების ფონზე გააკეთებენ, ეს აღარ გამოჩნდება, როგორც სადამსჯელო ზომა და სასჯელი მინისტრ წულუკიანისთვის, პირიქით, მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა!“, - აღნიშნა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Грузия-სთან საუბარში.
ოთხშაბათს, 13 ივნისს გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა და ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ თანამებრძოლებთან, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით დაასაბუთა. კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად გადადგა მთელი მთავრობა - 13-ვე მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ.