საზოგადოება
“ასავალ-დასავალის“ პროგნოზი გამართლდა - დავით ჭიჭინაძის მტკიცებით, ივანიშვილისა და კვირიკაშვილის დაპირისპირების მიზეზი მამუკა ხაზარაძე გახდა!

     საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის განხეთქილება ბანკების თემას უკავშირდება, მათ შორის არის ანაკლიის პორტის საკითხიც, რომელიც მამუკა ხაზარაძის კომპანიას გადაეცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ის გახდა კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.

„UNISEF-ის კვლევა საკმაოდ დამთრგუნველი არის იმიტომ, რომ აჩვენებს ხალხის ჭარბვალიანობას და ბანკების და ლომბარდების მიერ საკმაოდ გაზრდილი სესხების რაოდენობას, სადაც ასახული არის, რომ ჩვენი მოსახლეობა დღითი დღე ღარიბდება. ჩხუბი არ ყოფილა, უბრალოდ, იყო პოზიციების შეუთავსებლობა, იმიტომ, რომ თვლიდნენ, რომ ეს პოზიცია არ არის სიჯანსაღის მაჩვენებელი და პრემიერ-მინისტრი თავის  პოზიციას იცავდა იმით, რომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.