პუბლიკაციები
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

     საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომლებიც მას გააჩნია, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.

როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად, საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით. ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, სადაც გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული, არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.