აქტუალური
თბილისის ინდუსტრიული ზონის ბედი კვლავ გაურკვეველია

industry_zoneებრაულ კომპანია „ტერა 1“–ში, რომელიც ინდუსტრიული ზონითაა დაინტერესებული, აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის დაიწყება მშენებლობა. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, მოლაპარაკებები მთავრობასთან ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ინვესტორი და მთავრობა შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტერა 1“–ის მხრიდან დაინტერესება ძალაშია, მაგრამ რა იქნება მომავალში, უცნობია.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა დაწყებულიყო. ვალდებულების მიხედვით, ინდუსტრიული ზონა 2012 წლის 1 ივლისამდე უნდა გაიხსნას და ზონის მოწყობაში პირველ ეტაპზე 5-7 მილიონის ინვესტიცია ჩაიდოს.