სამართალი
"რომპეტროლის" სადგურს თავს დაესხნენ

rompetrolავლაბარში მდებარე "რომპეტროლის" სადგურის ოპერატორს თავს სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა. ისინი სადგურზე უკანა მხრიდან შევიდნენ, მოქალაქე გაკოჭეს და 1200 ლარი გაიტაცეს.

"რომპეტროლის" ერთ–ერთმა თანამშრომელმა სხეულის დაზიანებაც მიიღო. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.