საზოგადოება
საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე და შეხვედრის ორგანიზატორი - თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ, საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. საკრებულოს თავმჯდომარემ და ელჩმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს.