აქტუალური
FakeTrump! - რობერტ დე ნირომ დონალდ ტრამპს ორჯერ აგინა და მქუხარე ტაში დაიმსახურა (ვიდეო)

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. მსახიობმა რობერტ დე ნირომ ნიუ-იორკში პრემია Tony-ს გადაცემის ცერემონიალზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. მსახიობი სცენაზე მომღერალ ბრიუს სპრინგსტინისთვის ჯილდოს გადასაცემად ავიდა და პირველი, რაც თქვა, იყო გინება ტრამპის მისამართით: „მინდა, ერთი რამ ვთქვა: FakeTrump! საკმარისია ძახილი „ძირს ტრამპი“, უნდა ვთქვათ FakeTrump! (ვიდეო იხ. აქ).

დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეეგება დე ნიროს გამონათქვამს და დიდი ხნის განმავლობაში უკრავდა ტაშს.

აღსანიშნავია, რომ ტელეარხ CBS-ის მაყურებელმა, რომლის ეთერითაც გადაიცემოდა დაჯილდოების ცერემონია, რობერტ დე ნიროს ნათქვამი ვერ მოისმინა, ვინაიდან არხმა მისი ხმა ჩაახშო.