აქტუალური
სკანდალური G7 და პოროშენკოს „გლიუკები“

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. „დიდი შვიდეულის“ სკანდალად ქცეული ბოლო სამიტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. როგორც ცნობილია, ამერიკის და კანადის მთავრობებმა დონალდ ტრამპის სინგაპურში გამგზავრების შემდეგ ერთმანეთის სიცრუეში დადანაშაულება და ღია ტექსტით წყევლა-კრულვა დაიწყეს. გერმანიაში ტრამპის საქციელს „კატასტროფა“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკის ნდობა არ შეიძლება“. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საერთოდ უარი თქვა კომუნიკეს ხელმოწერაზე, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სამიტს „ჩხუბი“ უწოდა და აღნიშნა, რომ G7-ის მონაწილე ქვეყნების მეთაურები „გამოთქმებს საერთოდ არ უკვირდებოდნენ“.

G7-ის შედეგები დადებითად მხოლოდ უკრაინის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ შეაფასა, რომელმაც ყველა გააოცა, როდესაც ფეისბუქში დაწერა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყანათა ლიდერებმა აჩვენეს, რომ „უკრაინა საერთაშორისო დღის წესრიგის პირველ სტრიქონებზე რჩება“. გაუგებარია, რომელ მომენტში დაიჭირა პოროშენკომ ეს „მძლავრი სიგნალი“? ან იქნებ ყველაფერი ალკოჰოლის ბრალია, რომელსაც ის გამუდმებით ჭარბად მოიხმარს?