უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრება

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრება. ასევე, პრემიერ-მინისტრი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებსაც გამართავს. როგორც „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი სამსახური იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოგრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა. ფაშინიანი მოსკოვში 14 ივნისს ჩავა.

რუსეთში ფაშინიანის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი ასევე, რუსეთის პრეზიდენტის პრემსიდვანი დიმიტრი პესკოვიც. კრემლის წარმომადგენლის თქმით, დაგეგმილია პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ნიკოლ ფაშინიანის ​ვლადიმერ პუტინთან უკვე მეორე შეხვედრა იქნება. პირველი შეხვედრა 14 მაისს, სოჭში გაიმართა.

1tv.ge