საზოგადოება
საქართველო ნატოსთან ერთად მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას განაგრძობს! - საქართველოს თავდაცვის მინისტრი

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და მისიაში მონაწილეობას არსებული შემადგენლობით განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ვზრდით კონტინგენტს ჩვენს საწვრთნელ მისიაში და ვაგრძელებთ ავღანეთის ძალებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას, რათა მათ საკუთარი ძალებით შეძლონ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს.

ვართ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ამ პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს კი მყარი საფუძველია იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს აღიარებული ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმ რეფორმებთან, რაც უწყებაში და ინსტიტუციონალურად ქვეყანაში ხორციელდება, ასევესაერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან, რაშიც საქართველო სამაგალითოა“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.