ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა
საზოგადოება
ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა პლანეტაზე ვიმყოფებით, – ამ სიტყვებით დატოვა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა.

მანამდე მარშანიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომისია ორ პირობას შეასრულებს.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, პირველ რიგში, უნდა გაფართოვდეს განსახილველ საკითხთა წრე და არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გარდა, სხვა ცნობილი დანაშაულებიც უნდა გამოიძიონ.

გაფართოვდეს საკითხთა წრე და კომისიამ ამ უმძიმესი დანაშაულის გარდა, გამოიძიოს ხსენებული რეჟიმის სხვა ცნობილი დანაშაულები, ან თუ წესდება ამის საშუალებას გვაძლევს, პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია, იმიტომ რომ მე აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს. კომისია დაკომპლექტდება რეჟიმის წარმომადგენლებით, მათ ისაუბრონ თავიანთი მმართველობის დანაშაულებზე, ობიექტურად გამოიძიონ ქმედებები და ობიექტური განაჩენი გამოუტანონ თავიანთ თავს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მან კომისიას თავის მოთხოვნებზე საპასუხოდ ვადა მისცა.

ველოდები კომისიას, პასუხი მითხრან ან დღეს, ან ამ დღეებში“, – განაცხადა მარშანიამ.

გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლებამ, იმის მაგივრად, რომ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი შეეფასებინა, დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზა აირჩია.

იმის მაგივრად, რომ პოლიტიკურად, ზნეობრივად და სამართლებრივად შეეფასებინათ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი, ხელისუფლებამ დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზა აირჩია, რომელსაც დღემდე ახორციელებს და ამ კომისიის შექმნა არის ამ უმსგავსო დანაშაულებრივი პოლიტიკის პიკი.

ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ გიგა ბოკერია დაკითხოთ და დაიბაროთ, ბოკერია თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართოქართულ ოცნებას“, თქვენ უკვე აიზილეთნაციონალური მოძრაობისდანაშაულებრივ პროცესში, თქვენ ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, იმიტომ რომ მკვლელებსა და სადისტებს აფარებთ ხელს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.