საქართველოს პრეზიდენტმა განიხილა რუსული პროპაგანდის მეთოდები, რომლებიც ქართველი საზოგადოების გახლეჩაზეა მიმართული
სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა განიხილა რუსული პროპაგანდის მეთოდები, რომლებიც ქართველი საზოგადოების გახლეჩაზეა მიმართული

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, მოძრაობის თავისუფლება შეუზღუდოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

ეროვნული უშიშროების მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას პრეზიდენტმა განიხილა რუსული პროპაგანდის მეთოდები, რომელთა მიზანიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩაა.