საზოგადოება
სოჭის სანაპიროსთან შტორმში ჩაძირული გემის - “ბესექტაჟის” ბორტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: ზაზა კეკელიძე, იმედა ქობულაძე და ჯიხან კიჩერი მაშველებმა ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად უკვე გადაარჩინეს. საქარველოს კიდევ ერთ მოქალაქეს - როლანდ ბერიძეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
რადგან გემზე მყოფი ქართველები საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების წევრები არ არიან, მათ შესახებ ბათუმში ინფორმაცია არ აქვთ.შეგახსენებთ, რომ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა კატრასტროფა გამთენიისას განიცადა. ბორტზე სულ 12 მეზღვაური იმყოფებოდა. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გემბანზე თურქები და აზერბაიჯანელებიც იყვნენ. მაშველებმა ათი ადამიანი გადაარჩინეს, კიდევ ორს ეძებენ.
სოჭის ოლიმპიადისთვის სამშენებლო მასალით დატვირთული ტვირთმზიდი “ბესექტაჟი” თურქეთიდან რუსეთში მიემართებოდა.