პოლიტიკა
სააკაშვილს ანტისემიტიზმისა და რასიზმის გამო სასამართლოში უჩივლებენ!

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი მის მიმართ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გაკეთებულ შეფასებას ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებად აფასებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.

შალელაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა მას აფერისტი და რუსი ებრაელი უწოდა. დეპუტატის თქმით, ასეთი შეფასებები შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ მას, არამედ საქართველოში მცხოვრებ ებრაელ საზოგადოებას.