აქტუალური
ზაზა სარალიძემ მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადების გაკეთება 51-ე სკოლის ადმინისტრაციას სთხოვა

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთება სთხოვა 51-ე სკოლის ადმინისტრაციას ზაზა სარალიძე. მან ასევე მოუწოდა სკოლას, გაავრცელოს მოკლული დავით სარალიძის დახასიათება და ბიოგრაფია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი იყო მოძალადე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი ეს ინფორმაცია სინამდვილეა, სარალიძე პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს.

ამ საკითხზე 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა.