დიმიტრი პესკოვი- ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ერთ-ერთ ადგილად ვენა განიხილება
უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი- ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ერთ-ერთ ადგილად ვენა განიხილება

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკანასკნელი სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი შეხვედრის ჩატარების ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ავსტრიის დედაქალაქი ვენა დაასახელეს. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხდა.

„მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქებზე მსჯელობა. უკანასკნელი სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა შეხვედრის გამართვის აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი იმასაც შეეხო, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლოა ვენაში გაიმართოს“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, რაიმე კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

interpressnews.ge