უცხოეთი
გუდაურში რუს პარაპლანისტს ათობით პირი ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველ და რუს პარაპლანით მფრინავებს შორის.

დაპირისპირების და ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა (ვიდეო იხ. აქ).

Facebook-მომხმარებელმა Radik Mamedov-მა დაწერა, რომ „დღეს გუდაურში, სტარტზე, საიდანაც პარაპლანებით მიფრინავენ, ტრაგედია მოხდა“. მისი თქმით, 30-მა ადგილობრივმა სიკვდილის პირამდე მიიყვანა რუსი მფრინავი ფიოდორ ჩელიშევი. ის აცხადებს, რომ ფიოდორს, რომელსაც ფეხებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ, აღენიშნება ტვინის შერყევა, გატეხილი აქვს ცხვირი, მანქანა დაუზიანეს.

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში კონფლიქტი ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი პარაპლანისტების დაპირისპირების მიზეზი საფრენად საჭირო ადგილები გახდა. მხარეები საფრენ ადგილებზე ვერ შეთანხმდნენ.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

sputnik-georgia.com