პოლიტიკა
რუსეთი ევროპის ნაწილია და ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი! - ავსტრიის პრეზიდენტი

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ავსტრიაში ვლადიმერ პუტინის სამუშაო ვიზიტი საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო ახალი ვადით თანამდებობის დაკავების შემდეგ. მოლაპარაკებები ფედერალურ პრეზიდენტთან, ფედერალურ კანცლერთან, შეხვედრები მსხვილ ბიზნესმენებთან - ყველა შეხვედრის ატმოსფერო უაღრესად პოზიტიური და კეთილგანწყობილი იყო.

„ამერიკელი პოლიტიკოსები გვსაყვედურობენ, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მეტისმეტად ძლიერია. მაგრამ ამერიკული გათხევადებული გაზი რუსულზე 2-3-ჯერ უფრო ძვირია! და ამიტომ „გაზპრომის“ და ავსტრიული კონცერნის თანამშრომლობა მყარ საძირკველს ეფუძნება!“, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა.

აშშ-ის საყვედურები ავსტრიაში ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, ამასთან, ავსტრიის ხელმძღვანელები ანტირუსული სანქციების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებენ. „ყოველთვის ვყოყმანობ, როდესაც ამბობენ - რუსეთი და ევროპა, იმიტომ რომ რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ევროპას ეკუთვნის, მისი ნაწილია! და ყველამ ვიცით, რომ ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან ერთად არის შესაძლებელი!“, - განაცხადა ვან დერ ბელენმა.

„რუსეთის ბაზარზე ხუთასზე მეტი ავსტრიული საწარმო მუშაობს. რუსეთში 146 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს თუ ვიგულისხმებთ - ეს 170 მილიონია, ყაზახეთის და ბელორუსიის, ყირგიზეთის, სომხეთის ჩათვლით. ეს მართლაც დიდი, ტევადი ბაზარია, თანაც, სწრაფად მზარდი“, - დააზუსტა პუტინმა.