უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სირიიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხს ჯერ არ განიხილავს, თუმცა ის გრძელვადიან ნაგებობებს არ აშენებს

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. რუსეთი სირიიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხს ჯერ არ განიხილავს, თუმცა ის გრძელვადიან ნაგებობებს არ აშენებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„რაც შეეხება სირიაში ჩვენი სამხედროების განთავსებას, ეს უბრალოდ სამხედრო კონტინგენტი არ არის, ეს ბაზირების ორი პუნქტია. ერთი – საზღვაო პორტ ტარტუსში, მეორე – ხმეიმიზე. ჩვენ დანაყოფების გაყვანას ჯერ არ განვიხილავთ, თუმცა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რომ მე ბაზირების პუქნტებისთვის არ მიწოდებია „ბაზები“. ჩვენ იქ გრძელვადიან ნაგებობებს არ ვაშენებთ, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ ყველა სამხედროს სწრაფად გაყვანა შეგვიძლია მატერიალური დანაკარგის გარეშე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სირიის ოპერაცია რუსეთის შეიარღებული ძალებისთვის უნიკალური გამოცდილებაა, რასაც ვერანაირი სამხედრო წვრთნა ვერ შეედრება. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორია რუსული იარაღის გამოცდის პოლიგონს არ წარმოადგენს, თუმცა იქ იარაღის საბრძოლო პირობებში განვითარება მიმდინარეობს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმართვისას დაანონსებული უახლესი იარაღი დროულად იქნება დამზადებული და არმიისადმი მიწოდებული.

„მუშაობა გეგმის მიხედვის გაწერილი პროცედურების ფარგლებში მიმდინარეობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge