სამართალი
ზვიად კუპრავა - საზღვარგარეთ მე შევხვდი მაღალი თანამდებობის პირების მეგობრებს, ყოფილ მეგობრებს

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. უცხოეთში ვხვდებოდი ხელისუფლების კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მეგობრებს, ყოფილ მეგობრებს, რომელთა მხრიდანაც მქონდა ის ინფორმაციები, რომელსაც მე ვაჟღერებდი, – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებთან კომუნიკაციას დღემდე აგრძელებს და მომავალშიც გააგრძელებს.

ვინაიდან მაღალია სუს-ის ინტერესი ჩემ მიმართ და ჩემ მიერ ჩატარებული შეხვედრების მიმართ, გადავწყვიტეთ, შეხვედრა ყოფილიყო საზღვარგარეთ. მე ვხვდებოდი ხელისუფლების კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების მეგობრებს, ყოფილ მეგობრებს, რომელთა მხრიდანაც მქონდა ის ინფორმაციები, რომელსაც მე ვაჟღერებდი, თუნდაც მირზა სუბელიანთან მიმართებაში.

სწორედ ამას ემსახურება ჩემი შეხვედრა ამ ადამიანებთან. საზღვარგარეთ შეხვედრა მხოლოდ იმიტომ გადაწყდა, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. ყველა ინფორმაცია, რასაც ვაჟღერებდი, ციდან ხომ არ ჩამომქონდა და სიზმარში ხო არ ვხედავდი, არა? მქონდა კონკრეტული პირებისგან, რომელთაც წვდომა ჰქონდა ამ ინფორმაციებზე. ცხადია, ამ ადამიანებთან კომუნიკაციას დღემდე ვაგრძელებ და გავაგრძელებ მომავალშიც, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტრანზიტული რეისით უკრაინიდან ჩამოფრინდა.

ნეიტრალურ ზონაში ვიმყოფებოდი უკრაინაში, რადგან ტრანზიტით ჩამოვედი. პირდაპირი ფრენა არ ყოფილა. უკრაინის საზღვარი არ გადამიკვეთავს“, – აღნიშნა კუპრავამ.