უცხოეთი
მატეო სალვინი - რუსეთი ვაჭრობასა და ენერგეტიკაში იტალიის სტრატეგიული პარტნიორია

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. რუსეთი ვაჭრობასა და ენერგეტიკაში იტალიის სტრატეგიული პარტნიორია. როგორც გამოცემა Tiscali.it წერს, ამის შესახებ იტალიის ახალი მთავრობის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ განაცხადა.

„საჭიროა კეთილმეზობლობისა და კარგი თანამშრომლობის პრინციპის დაცვა. მე არც პრორუსი და არც პროამერიკელი ვარ. ვგულშემატკივრობ, როდესაც „მილანი“ თამაშობს“, განაცხადა სალვინიმ და ამავე დროს აღნიშნა, რომ რუსეთთან საჭიროა კარგი სავაჭრო ურთიერთობები.

„რუსეთთან კარგი სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ეს არის სტრატეგიული პარტნიორი ენერგეტიკის თვალსაზრისით და ჩვენი კომპანიებისთვის, წერტილი“, – განაცხადა მატეო სალვინიმ.

ვიცე-პრემიერის თქმით, იტალია დარჩება ყველა კავშირში, რომლის წევრიც ამჟამად არის, მატეო სალვინი ულტრამემარჯვენე პარტიის „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერია. ის ცნობილია ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით, არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში.

1tv.ge