უცხოეთი
ჯეიმს აპატურაი - რუსეთის ქმედება შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ბალანსს არღვევს

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ქმედება შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ბალანსს არღვევს – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ატლანტიკური და შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩრდილო-ატლანტიკური უსაფრთხოება მჭიდროდაა დაკავშირებული შავი ზღვის უსაფრთხოებასთან. ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა ნახევარკუნძულზე დიდი რაოდენიობის შეიარაღება განათავსა, რაც რეგიონში უსაფრთხოების ბალანსს არღვევს“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ შავი ზღვის ზონაში ნატო-ს გაძლიერება თავდაცვითი და პროპორციული წესით მოხდა.

1tv.ge