საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბლოგერ ალექსეი ნავალნიზე ლაპარაკისას, აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ადამიანები პოზიტიური დღის წესრიგით. „ჩვენ არ გვინდა, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი - შემოგვაჩეჩონ! არ გვინდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ სააკაშვილები მეორე, მესამე, მეოთხე გამოცემით!“, - განაცხადა პუტინმა ავსტრიულ ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს სჭირდება ადამიანები პოზიტიური დღის წესრიგით, ისინი, ვინც იცნობს და არა უბრალოდ მონიშნავს პრობლემებს, რომლებიც საკმარისად გვაქვს“. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსი ამომრჩეველი უკვე საკმაოდ მოწიფულია და უყურებს არა მარტო მიმზიდველ ლოზუნგებს, არამედ პრობლემების მოგვარების შემოთავაზებულ გზებს.