საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღიარა, რომ არის ტერორისტი, და საქართველოს ხელისუფლებას აჯანყებით ემუქრება!

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული ქართველი ყმაწვილის მამას ზაზა სარალიძეს ხვდებოდა და მასთან შეხვედრა არ სურდა, დისკრიმინაციული მოტივებითაა განპირობებული. "მე ვარ მუსლიმი, სხვა რელიგიის ადამიანი! მე ვარ ტერორისტი, ამიტომ იძახის უარს! მე ვაჩვენებ მთელ სისტემას, რასაც ვაპირებ!", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის მერე.

"სარალიძე - 6 თვე, მე კი 5 თვე ხელისუფლებას ვთხოვდით, ეთქვა სიმართლე, რა მოხდა. ეღიარებინათ, რომ მძინარე ბავშვის მოკვლა იყო შეცდომა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თუ ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს, ვიღაცას ხომ უნდა მივმართოთ?! სანამ რამადანის თვე ჩაივლის, ვიქნები სარალიძის გვერდით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ამის შემდეგ მარტო, ჩემს აქციებს დავიწყებ!",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.