საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო სამხედრო არქივში ნაპოვნია იოზეფ გებელსის დაკარგულად მიჩნეული საიდუმლო ოქმები, რომლებიც სსრკ-ის წინააღმდეგ ნაცისტური პროპაგანდის ევოლუციის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს. ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის პროპაგანდის სამმართველოს უფროსის ესა თუ ის განკარგულებები საინტერესოა სწორედ გერმანული და თანამედროვე (უკრაინასა და საქართველოში) ანტირუსული პროპაგანდის მეთოდებისა და ხერხების მსგავსებით.
როგორც გაირკვა, 1939 წლის სექტემბრიდან 1945 წლის აპრილის ბოლომდე პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი თანამებრძოლებს განსაკუთრებულ თათბირებზე კრებდა, რომლებსაც თვითონ „საიდუმლო კონფერენციებს“ უწოდებდა. სწორედ ამ კონფერენციებზე იბადებოდა სსრკ-ის და მოკავშირეების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის სტრატეგია. მაგალითად, 1941 წლის ოქტომბერში გებელსმა ჩამოაყალიბა დირექტივა, რომელიც კრძალავდა საბჭოთა მებრძოლების ჯარისკაცებად მოხსენიებას, რათა უბრალო გერმანელებს ეს „ცხოველები და ურჩხულები“ რაიხის ჯარისკაცებისთვის არ შეედარებინათ. ხომ ნამდვილად ჰგავს უკრაინული მედიის საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც დონბასის დამცველებს იხსენიებს მხოლოდ, როგორც სეპარატისტებსა და ტერორისტებს, ცხოველებსა და ურჩხულებს, რომლებიც სიძულვილის ღირსი არიან, ამავე დროს კი АТО-ს მებრძოლებს სამშობლოსათვის მეომარ გმირებს უწოდებს?!
რაც შეეხება საქართველოს, აქ გებელსის „საიდუმლო კონფერენციები“ სხვა არაფერია, თუ არა მრავალრიცხოვანი ტრენინგები, რომლებსაც დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ სოროსის, აშშ-ის სახდეპარტამენტის, NDI-ს, IRI-ს და სხვა ამერიკული და ინგლისური ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ 1991 წლიდან დღემდე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ, აგრეთვე „ოტპორის“ ბანაკების ქართული ანალოგი („კმარა“), რომელიც „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერაა ორგანიზებული. რუსეთს სისხლიან ოკუპანტს, რომელიც ოდითგანვე იპყრობდა საქართველოს, უწოდებს მთავარი ანტირუსული პროპაგანდისტული რუპორი - სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“.