დრეზდენში, მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბის დროს ოთხი ქართველი დაშავდა
სამართალი
დრეზდენში, მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბის დროს ოთხი ქართველი დაშავდა

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბის დროს ოთხი ქართველი დაშავდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა Dresdner Neueste Nachrichten წერს, საქართველოს 47 წლის მოქალაქე სერიოზულად არის დაჭრილი, მისმა სამმა თანამემამულემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთ ღამეში 15 ადამიანი დააკავა, მათ შორის - ქართველები. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამოძიება დაწყებულია ორი ლიბიელისა და ერთი 29 წლის ქართველის წინააღმდეგ, მათ ბრალად ედებათ წესრიგის დარღვევა და სხეულის მძიმე დაზინებების მიყენება.

გავრცელებული ცნობით, ჩხუბში 60-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 30 ქართველი.

როგორც გამოცემა Dresdner Neueste Nachrichten წერს, ბოლო ინციდენტი გასულ კვირას დრეზდენის მიგრანტთა თავშესაფარში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება, რა დროსაც პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა.