საზოგადოება
ჩემთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს! მე არ ვიბრძვი „ნაციონალებისთვის“ ანდა „მეოცნებეებისთვის“! ამ ხალხს ჩემი რატომ არ ესმის?! - ზაზა სარალიძე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ „გამოფხიზლდა“ და თავის მართლება დაიწყო

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. „ჩემთვის პოლიტიკა არაფერს არ ნიშნავს, მე ვარ ჩვეულებრივი, თქვენნაირი, გლეხი ადამიანი!“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალძემ განუცხადა.

მისი თქმით, ის არ იბრძვის იმისთვის, რომ მისი ბრძოლა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს.

მე არ ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიღაცამ, პოლიტიკურმა პარტიამ ეს გამოიყენოს. თქვენ თუ არ დამიდექით გვერდით, აუცილებლად გამოიყენებს ვიღაც ამას. მოვუწოდებ ხალხს, რომ დამიდექით გვერდით, რომ პოლიტიკურ ჭრილში არ გადავზარდოთ ეს. თუ ხალხი არ იქნა, პოლიტიკა გამოიყენებს ამას, აბა რა იქნება“, – განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, ის საქმეზე მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ითხოვს.

მე ვითხოვ ჭეშმარიტების აღდგენას, სამართლიანობის აღდგენას, მეტს ხომ არაფერს ვითხოვ. არ ვითხოვ არცნაციონალებისმოყვანას და არცოცნებისდატოვებას და მოყვანას, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ მიტინგზე დაბრუნებულმა ზაზა სარალიძემ.