შსს: ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები და კიდევ მეტი გახდება ცნობილი (ვიდეო)
სამართალი
შსს: ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები და კიდევ მეტი გახდება ცნობილი (ვიდეო)

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეები გარკვეული დოზით გვაწვდიან ინფორმაციას და გარკვეული მიმართულებით იკვეთება ახალი გარემოებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

მისი თქმით, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ვერ ილაპარაკებს, რომელი მოწმე რას ამბობს, თუმცა მოწმეების გამოკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ამასთან, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობისას დაიკითხება ყველა მოწმე, ვის დაკითხვასაც შსს საჭიროდ ჩათვლის.

ვფიქრობ, მხოლოდ მოწმეების დაკითხვაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ამ საქმეზე უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისა და მოწმეების ჩვენება, ვინც გარკვეული დოზით ინფორმაციას ფლობს ამ საზარელ მკვლელობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.