სამართალი
სააკაშვილის დაბრუნების იმედით პოლიტიკური ვირთხები ზაზა სარალიძეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ! - აქცია 51-ე სკოლასთან, სადაც მოკლული უფროსკლასელები სწავლობდნენ (ვიდეო)

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვემიჯნებით პოლიტიკურ ვირთხებს, – ამის შესახებ 51-ე სკოლასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც დავინახეთ ის უდიდესი მინუსები, რომლებიც იმ აქციაში გაიპარა და დავინახეთ ის ადამიანები, რომლებმაც აქციები საკუთარ ინტერესებს მოარგეს და საკუთარი მამა-მარჩენალის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების იმედად ამ ადამიანს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და ინტერესებისთვის. გვსურს გავაგონოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ, რომ რეალურად, რეალურ მიზნებს დავუჭიროთ მხარი, მხარს ვუჭერთ ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვემიჯნებით პოლიტიკურ ვირთხებს“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

51-ე სკოლასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას მოსწავლეები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მართავენ.